w:პროექტის სახელი გადავარჩინოთ ბუნება
პროექტის მოკლე აღწერა :
მოსწავლეები იკვლევენ სოფლის გარემოსა და ბუნებას.–
პროექტის სრული აღწერა:
ჩავატარე მინი ლექცია ბუნების დაცვისა და გადარჩენის აუცილებლობაზე. მოსწავლეები გავიყვანე ექსკურსიით სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ნანახიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ გვემუშავა პროექტზე გადავარჩინოთ ბუნება . შევიმუშავეთ
პროექტის სამუშაო გეგმას და გადავანაწილეთ შესასრულებელი სამუშაოები. კლასს ვყოფ 2 ჯგუფად.
1–ჯგუფს ვაძლევ დავალებას სოფლის უხუცესებიგან აიღონ ინტერვიუ თუ როგორი იყო სოფელის მიმდებარე ტერიტორია წლების წინ. წარმოადგინონ ინფორმაცია წერილობითი სახით.
11–ჯგუფს ვაძლევ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია ბიბლიოთეკაში სოფლის გარემოზე, მის ბუნებრივ სიმდიდრეზე, მინერალურ წყლებზე რომლითაც არის განთქმული. და მოიტანონ ინფორმაცია წერილობითა და ფოტოსურათების სახით.
შევაჯერებ ორივე ჯგუფის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასა და ფოტომასალას. ჯგუფებმა შეაჯერონ ინფორმაცია და გააკეთონ პრეზენტაცია. მუშაობის შედეგად წარმოადგენენ ფოტოგამოფენას.
მონაწილეთა ასაკი– 8 წლის
ვადები და ხანგრძლივობა– 6 თვე–
მოსალოდნელი შედეგები – ყველა მ უნდა ისწავლოს თავისი სოფლის, თავისი ქვეყნის ბუნების მოფრთხილება, დაცვა და რაციონალურად გამოყენება.
სარგებელი სხვისთვის – ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეებში მოხდება გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლება. გამოუმუშავდებათ მზრუნველობითი დამოკიდებულება გარემოსადმი, რითაც მაგალითს მისცემენ ადამიანებს, რომელთა არასწორი ქცევით დიდი ზიანი ადგება დედაბუნებას.
სამუშაო ენა – ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ნანი აბულაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:naniabulaze@gmail.com
პროექტის ვებ.გვერდი– http://www.abulazenani.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий